ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 3 ადამიანი განარიდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძეს განცხადებით, პოლიციას პარლამენტთან არავინ დაუკავებია.

სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ადგილიდან 3 ადამიანი განარიდეს.

“ამ შემთხვევაში აღნიშნული პირები გაარიდა პოლიციამ, რომლებიც ახდენდნენ პროვოკაციას და  პარლამენტის ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და პარლამენტის წევრებს, აქვთ უფლება გადაადგილდნენ და შევიდნენ პარლამენტში.  პარლამენტი იმიტომ არის შემოღობილი, რომ არ მოხდეს მისი ბლოკირება,” – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

Comments

comments