უპრეცედენტო პროექტი აჭარის ისტორიაში – ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა იწყება

ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი აჭარის ისტორიაში – ქობულეთში ევროპული კაპიტალით „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა იწყება. პროექტი აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს.

,,მწვანე ქალაქის” პროექტში გათვალისწინებულია: გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი.

Comments

comments