პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის ეზოში დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის პარლამენტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დეპარტამენტთა დანაყოფების მობილიზება ხდება.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია კვლავ განახლდება. აქციის მონაწილეები და ორგანიზაოტორები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას კვლავ გეგმავენ.

ცნობისთვის, ოპოზიციის და მოქალაქეების მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ უცვლელია – ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით.

Comments

comments