“მთავარი არხის” ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში იარაღი შეიტანეს. არხის ინფორმაციითვე, იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია მიტანილი. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის ეზოშიც არიან მობილიზებული. ნეტგაზეთი შსს-თან დაკავშირდა.
დღეს, 3 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.