პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ეხმაურება. იგი შეშფოთებას გამოთქვამს დაპირებული საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდების გამო ქართული ოცნების მხრიდან და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში გამოსწორდება.

„ დილიდან შოკირებული ვარ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებისთვის დაპირებული საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩააგდო. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს კმაყოფილი ვიყავი იმ ფაქტით, რომ საკანონმდებლო რეფორმა გარდაუვალი ჩანდა. მთავრობამ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვალდებულება აიღო საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია შესაძლებელია გამოსწორდეს და ეს ძალიან მალე მოხდება“ ,- განაცხადა კინზინგერმა.

ამერიკელი პოლიტიკოსის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არ არის რუსეთი, რომელსაც რეპრესიული მმართველობა გააჩნია ქვეყნის შიგნით.

„ საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მათ პარლამენტმა შესთავაზა“.

„მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ქართველებს სურთ მთავრობა ხალხისთვის და ხალხის მიერ. მათ უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იქნება დასავლურ ღირებულებებთან ახლოს მდგომი და ჩაითვლებიან ნატოს მოკავშირეებად. „საკონსტიტუციო კანონპროექტის“ ცვლილების ჩაგდება იქნება საჩუქარი პუტინისთვის, რომელიც გაანადგურებს საქართველოს პროგრესულ გზას, რათა მოიპოვს დამოუკიდებლობა და თავი დააღწიოს რუსულ პოლიტიკას“,- აღნიშნა თავის განცხადებაში ამერიკელმა კონგრესმენა.

Comments

comments