“ოცნებას” პროტესტის ნიშნად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატიც ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას და პარტია “ქართულ ოცნებას” მეცხრე დეპუტატი ტოვებს – რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და, შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას”, – აცხადებს გიორგი ბეგიძე.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, “ოცნება”  სულ ცხრა  დეპუტატმა დატოვა.

Comments

comments