ევროსაბჭოს განცხადება-კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია,ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა წუხილი გამოხატეს.

ისინი მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდს შესაძლებლობების განხილვისაკენ მოუწოდებენ, რომლითაც კონსტიტუციაში შესწორებები არჩევნებამდე აისახება.

„ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება გახლდათ და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“, – ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.

Comments

comments