“ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა.

“მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს.

Comments

comments