უმრავლესობა ხუციშვილმაც დატოვა

ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ხუციშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პროპორციული სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება.

“გადაწყვეტილება მივიღე, საპარლამენტო უმრავლესობა, ოცნების წევრი არ გახლდით, პარტიას ვერ დავტოვებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღბელია,გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდური გადაწყვეტილება იყო, ინიცირებული იყო კანონპროექტი დ პირდაპირ დარბაზში გავიგეთ, რომ თურმე 30-ზე მეტი ადამიანი, მხარს არ უჭერს თავისივე ინიციარებულ კანონპროექტს,“ – ამბობს ხუციშვილი.

მანამდე უმრავლესობა და “ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ – დატოვეს.

ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ამ დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული  არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი მათი თქმით, მათთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.

Comments

comments