12 მონაწილე,11 მედალი–ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსიფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა წარმატებით იასპარეზეს.

ჯონდო მუზაშვილის რჩეული 12 ფალავნიდან ყველამ მედალი დაისაკუთრა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ჩიდრაშვილის პატივსაცემად აჟღერდა.
ლეგენდარულმა მოჭიდავემ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის განკუთნილი ოქროს მედალი კარიერაში მეექვსედ მოიპოვა.

საქართველოში პლანეტის პირველობიდან ვერცხლის მედლით ხელდამშენებული საბრძოლო სამბოში მებრძოლი მერაბ დვალიშვილი (68 კგ), ასევე ნინო ოძელაშვილი (74 კგ), მინდია ლილუაშვილი (68 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და დავით ლორიაშვილი ბრუნდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი
ელენე ქებაძე (მძიმე),ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ), ბექა ბერულავა (82 კგ),  ბექა ბერძენიშვილი (მძიმე) და გივი ნადარეიშვილი (52 კგ) დაისაკუთრეს.

Comments

comments