საქართველო 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა Travel Lemming საქართველო ევროპის საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

მოგზაური ბლოგერებისგან შემდგარმა ჟიურიმ საქართველოს 30 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მიანიჭა. კონკურსში მონაწილეობაზე ქვეყანა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა. ვებგვერდზე საქართველოს მსოფლიოს უდიდეს დამალულ განძად მოიხსენიებენ, ქვეყნის ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობებად კი უშგულს, კახეთსა და ძველ თბილისს ასახელებენ.

Travel Lemming-ი 2016 წელს ამერიკელმა ნეიტ ჰეიკმა დაარასა, რომელმაც უკვე 66 ქვეყანაში იმოგზაურა. ვებგვერდის მიზანი ახალი და დაუფასებელი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაა.

Comments

comments