მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა

მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის მოთხოვნით თავად მიმართა. პრემიერის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საუძველზე დატოვა.

“მეორე საკითხი, რომელიც მინდა ასევე თქვენთან ერთად აღვნიშნო, ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ აქ პირველ რიგში, ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომლებიც გვქონდა ბოლო წლებში, როგორც სპორტში, ისე კულტურის მიმართულებით”, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments

comments