“ევრონიუსის” ექსკლუზიური სიუჟეტი ბათუმიდან ► ვიდეო

“ბათუმი არის სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში და მნიშვნელოვანი ახალი კომერციული ცენტრი. ხელისუფლება იქ ახალ ტერმინალს აშენებს, რომელიც ინახავს 60 000 ტონამდე მინერალურ სასუქს. პროექტი 17,5 მილიონ ევროს ღირებულების იქნება.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფანი შუა აზიიდან საქართველომდე გახდეს ყველაზე მოკლე და კომფორტული სავაჭრო გზა. ამან ასევე შეიძლება გაზარდოს მონაწილე სახელმწიფოების გეოპოლიტიკური პროფილი.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების გამყარებას გლობალურ მარკეტში და სასარგებლოდ აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზე, რადგან მინიმუმ 100 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პროექტი შესრულებული იქნება გარემოსდაცვითი საერთაშორისო სტანდარტებს და რეგულაციებს სრული დაცვით.
ახალი ტერმინალის ექსპლუატაცია, სავარაუდოდ, 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.”

Comments

comments