თბილისში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ზურაბ წიქარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი არხანგელსკი 2-1 დაამარცხა და ვეტერანებს შორის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.
ფინალში ქართველი ფალავანი რუსს მეტოქეს 100 კგ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა.