“როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?”- “რუსთავი 2-ის” კითხვა პუტინს (video)

“კურიერის” ექსკლუზივი ერევნიდან – “რუსთავი 2-ის”  ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსული ოკუპაცია და ეკითხა მისთვის, როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის დაიწყებს რუსეთი ნაკისრი მოვალეობების შესრულებას, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი უკვე ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს.

ვლადიმერ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზეა ჩასული.

ფორუმის ფარგლებში, პუტინთან პრესკონფერენცია ჩანიშნული არ არის, სწორედ ამიტომ მოუწია ჟურნალისტს, შეკითხვა სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დაესვა.

"როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?"- "რუსთავი 2"-ის კითხვა პუტინს

"როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?"- "რუსთავი 2"-ის კითხვა პუტინს

Posted by Rustavi 2 on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2019

Comments

comments