ლაშა ტალახაძის სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე!

ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდის (200კგ) დამყარების და მცირე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მეორე მოძრაობაში დასძლია 247კგ, შემდეგ 255კგ და ბოლოს 264კგ და აკვრაში მცირე ოქროს მედალი მსოფლიო რეკორდით და ორჭიდში დიდი ოქროს მედალი ასევე მსოფლიო რეკორდით მოიპოვა!

ლაშა ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი!

ამრიგად, პატაიაში ქართველმა ძალოსნებმა ოქროს, ოთხი მცირე ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:

რევაზ დავითაძე – მცირე ოქრო, ბრინჯაო
ანტონ პლესნოი – მცირე ოქრო, ბრინჯაო
ლაშა ტალახაძე – მცირე ოქრო, მცირე ოქრო, ოქრო

Comments

comments