“ომს არ დავიწყებთ, მაგრამ…”- ლავროვის მორიგი მუქარა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მორიგი მუქარა – გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში ალიანსთან და კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდება.

“ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავის პრიორიტეტად მასში შესვლას აყენებენ, საგრძნობლად გაუარესდება,” – განაცხადა ლავროვმა.

ამავე ინტერვიუს დროს რუსეთის მთავარმა დიპლომატმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილიც გამოთქვა.

Comments

comments