ბესელიამ ზარდიაშვილს შემოარტყა (ვიდეო)

ბესელიამ ზარდიაშვილს შემოარტყა

Posted by საქართველო ჩვენია on ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2019

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი “მორალური ხედვები” იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა “ბესელიას მორალისკენ” მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

“რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი” – დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და “ღირსეული ქცევისკენ” მოუწოდა.

“შე ნაძირალა, ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს იქედან,” – ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ზარდიაშვილმა ბესელიას “მორალზე” მიუთითა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

Comments

comments