NDI-ს კვლევებში კახა კალაძე ლიდერობს

NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით, თბილისის მერი კახა კალაძე სარგებლობს. მის საქმიანობას, ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 11%, კარგად 34%, საშუალოდ 37%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად კი 15%. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 1% დასახელდა, 12 % შეაფასა კარგად, 43% საშუალოდ, ხოლო 28 % მის საქმიანობას ცუდად და ძალიან ცუდად აფასებდა.

მასზე უარესი მონაცემები აქვს ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლის საქმიანობაც მხოლოდ 1% მოსწონს, 11 % ფიქრობს რომ კარგი პრეზიდენტია, 36 % საშუალოდ აფასებს მის საქმიანობას, ხოლო 40% აზრით მისი საქმიანობა ცუდად და ძალიან ცუდად არის შეფასებული.

საგულისხმოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საქმიანობა საერთოდ არ იცნობს გამოკითხულთა 35%, ვინც იცნობს 22% ცუდად და ძალიან ცუდად აფასებს, 31% ფიქრობს, რომ მისი სამქიანობა საშუალო დონეზე შეიძლება შეფასდეს, 9% -ს მიაჩნია რომ კარგი თავმჯდომარეა, მამუკა ბახტაძესა და პრეზიდენტის მსგავსად მხოლოდ 1 % ფიქრობს, რომ კარგი თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

Comments

comments