პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.
„ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.