„თბილისობა 2019“ 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა 2019“ 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება, თბილისობა როგორც თბილისელებისთვის ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვის.

ამ ფესტივალის ფარგლები სტუმრად ჩამოვლენ გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინისა და ბელორუსიის დასები. მათ მიერ წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები.

ამ ქვეყნების გარდა ჯამში სხვა ქვეყნებიდანაც 95 სტუმარი გვეყოლება მოწვეული. მიხარია ძალიან, რომ ესეთი ღონისძიებები იმართება ჩვენს დედაქალაქში“. – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments

comments