საქართველოში 40 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება.
ინვესტორების მოსაზიდად აუქციონი სექტემბრის ბოლოს გამოცხადდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის თქმით, მზის სადგურები აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება, მათ შორის, ერთ-ერთი გარდაბანთან ახლოს.
შეგახსენებთ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობა კახეთში, უდაბნოს ტერიტორიაზეც იგეგმება.