ნოდარ მელაძე პაატა სალიას “რუსთავი2”-ის ფეისბუქ გვერდის პაროლს არ აძლევს

რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა პოსტი, რომელიც მომხმარებლებს “მთავარი არხის” ეთერში გასვლის შესახებ ამცნობდა. როგორც არხის დირექტორი პაატა სალია აცხადებს, ტელევიზიის ფეისბუქის ადმინისტრატორი კვლავ ნოდარ მელაძეა, რომელიც უარს ამბობს პაროლის გადაცემაზე.

„რუსთავი2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი იყო ნოდარ მელაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ადმინისტრატორის უფლებების (ლოგინი და პაროლი) გადმოცემაზე. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად ეცნობა ფეისბუქის ადმინისტრაციას და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. მელაძის მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა და თვითნებობა. ამასთანავე, შესაძლოა, მის მოქმედებაში იყოს კიბერდანაშაულის ნიშნები”, – განაცხადა სალიამ.

Comments

comments