სამტრედიაში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ცეცხლი საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

Comments

comments