საქართველო მსოფლიოში ღვინის რიგით მეჩვიდმეტე უმსხვილესი ექსპორტიორია

2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2017 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით არის გაზრდილი და ჯამურად $196.9 მილიონს შეადგენს.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) შეფასებით, ღვინის ექსპორტის ამ მოცულობით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, $1 მილიარდზე დიდი ღვინის ექსპორტი მსოფლიოში მხოლოდ 9 ქვეყანას აქვს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულებით მსოფლიოს ქვეყნების რიგითობა ასეთია:

  1. საფრანგეთი – $11 მილიარდი;
  2. იტალია – $7.3 მილიარდი;
  3. ესპანეთი – $3.5 მილიარდი;
  4. ავსტრალია – $2.16 მილიარდი;
  5. ჩილე $2 მილიარდი;
  6. აშშ – $1.45 მილიარდი;
  7. გერმანია – $1.23 მილიარდი;
  8. ახალი ზელანდია – $1.2 მილიარდი;
  9. პორტუგალია – $1.01 მილიარდი;
  10. დიდი ბრიტანეთი – $823 მილიონი;
  11. არგენტინა – $819 მილიონი;
  12. სამხრეთ აფრიკა – $781 მილიონი;
  13. სინგაპური – $503 მილიონი (რეექსპორტი);
  14. ჰონგ-კონგი – $436 მილიონი (რეექსპორტი);
  15. ნიდერლანდები – $380 მილიონი;
  16. ავსტრია – $217 მილიონი;
  17. საქართველო – $196.9 მილიონი;
  18. ლიტვა – $188.3 მილიონი;
  19. ბელგია – $186 მილიონი;
  20. დანია – $176 მილიონი.

Comments

comments