ბანკის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ჯგუფის დამფუძნებელ ლაშა და კახა გიგიტელაშვილებთან ელექტრონული კომერციის პლატფორმების მქონე My.ge Group -ის 65%-იანი წილის შეძენაზე.
გარიგების ღირებულება 19.45 მლნ ლარია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ ლარად. თიბისის აქვს უფლება, გარკვეული პირობებით, დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს.
ჯგუფი ფლობს პლატფორმებს myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge და myjobs.ge. ჯგუფში შემავალ საიტებს ყოველთვიურად 1.7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ლიდერია, მაგალითად ავტომობილების რეალიზაციის ბაზარზე. უძრავი ქონების ბაზარზე კი მეორე ადგილზეა 30-40%-იანი წილით.
2018 წელს ჯგუფის აქტივები 3.3 მილიონ ლარ, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.