სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა

სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

როგორც დასკვნაში წერია, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

„ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“-  ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ქართველ სპეციალისტებს გერმანელი კოლეგების დასკვნაში ეჭვი შეაქვთ. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა.

მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა. კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

Comments

comments