Euronews საქართველოში შემოდის

Euronews საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის უკვე გაფორმდა. „Euronews საქართველოს“ მაუწყებლობა, ქართულ ენაზე, Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად, 20 % საქართველოს ამბებს დაეთმობა.

მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს. 

Euronews ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს და ყოველთვიურად, თითქმის, 400 მილიონ ოჯახს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე მაუწყებლობს, რომელთა შორის საქართველოც იქნება.

Comments

comments