ლარი რეკორდულად გაუფასურდა – 1 აშშ დოლარი 2.9010 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 25 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8971ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0039-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2343 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2390 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0047-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6251 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6066 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0185-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5070 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5100 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0030-ით გამყარდა.

Comments

comments