ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალდების შესახებ პროკურატურამ დადგენილება გამოიტანა

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ პროკურატურამ დადგენილება გამოიტანა.

საქმე ეხება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას, რომელსაც საგამოძიებო ორგანო იძიებდა.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა.

“გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი  არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე”, – განაცხადეს დღეს პროკურატურაში ბრიფინგზე.

Comments

comments