ავტობანზე ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს ჩინური China State Construction Engineering Corporation Limited ააშენებს.
11.6 კილომეტრიან მონაკვეთის ასაშენებლად კომპანიასთან 329 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდება. ტენდერში 9 კომპანია მონაწილეობდა.
ჩუმათელეთი – ხევის მონაკვეთზე 22 ხიდი და 3 გვირაბი აშენდება. სამუშაოები 36 თვეში უნდა დასრულედეს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 ლოტად არის დაყოფილი. უკვე მიმდინარეობს მე-2 და მე-3, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთების მშენებლობა.
სულ დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.