,,ჩემი,როგორც ,,რუსთავი 2″-ის წყარო იყო ეკა ბესელია”

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ბრალდებას, რომ ეკა ბესელია იყო ის პირი, ვისაც ხელისუფლებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და კურიერს აწვდიდა.

“დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2′-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც”კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

ამ ინტერვიუთი დგინდება.

1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. “რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი.”  – აცხადებს ნოდარ მელაძე.

Comments

comments