გერმანული კომპანია “ჰოტელფრენდი” ქართველ ტუროპერატორებს უფასო მომსახურებას სთავაზობს

ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების და რუსეთის ფედერაციის მიერ ტურიზმის შეზღუდვასთან დაკავშირებით, #Spent your summer in Georgia – აქციის ფარგლებში, გერმანული კომპანია ”ჰოტელფრენდი“, საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერისთვის, ქართველ ტუროპერატორებს საკუთარ ინტერნეტპორტალს სთავაზობს, რათა მათ უფასოდ განათავსონ შეთავაზებები (ტურები) საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი ტურისტებისთვის.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ”ჰოტელფრენდი“-ს წარმომადგენლები ქართველ ტუროპერატორებს სთავაზობენ, საკუთარ ინტერნეპლატფორმაში სპეციალურ მოდულს ქართული ტურების რეკლამირებისთვის, რომელიც შესაბამისად დაიბრენდება.

“კომპანია გერმანულ, ავსტრიულ და შვეიცარულ ტურისტულ ბაზარზე უკვე 4 წელია, რამდენიმე მილიონ ევროიანი ბრუნვით ოპერირებს.

გერმანული ტურისტული კომპანია, საქართველოში განთავსებული სასტუმროების მფლობელებს, საჭიროების შემთხვევაში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ასევე სთავაზობს ყველა იმ სოფტს (კომპიუტერულ პროგრამას), რაც სასტუმროს მართვისთვის და დისტრიბუციისთვის არის საჭირო (მთლიანობაში 15 პროდუქტი). https://hotelfriend.com/de/software.

ვუცხადებთ ქართულ ტურიზმს სოლიდარობას და მხარდაჭერას. ტურების რეკლამირების უფასოდ განთავსების სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულმა ტუროპერატორებმა მოგვმართეთ რუსულ, ინგლისურ ან გერმანულ ენებზე, შემდეგ ელ.მისამართებზე: rw@hoteldriend.deInfo@hotelfriend.de“,- ნათქვამია კომპანია ”ჰოტელფრენდის” განცხადებაში.

Comments

comments