ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებას 10 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტი წარუდგინა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 1 ოქტომბრიდან ჩაეშვება.
ბანკნოტის წინა მხარეს კვლავ აკაკი წერეთელია გამოსახული, თუმცა პორტრეტი ამჟამინდელისაგან განსხვავებულია. ბანკნოტის წინა მხარეს ასევე გამოსახულია აკაკის ლექსი გაზაფხული.
10-ლარიანის უკანა მხარეს, ისევე როგორც წინა ბანკნოტზე, კვლავ დავით კაკაბაძის “იმერეთი დედაჩემია” წარმოდგენილი.