ქართველებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 2019 წლის ევროპული თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებით დასრულდა.

ქართველებმა ჯამში 30 მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალე შედეგი ქართველმა სამბისტებმა დააფიქსირეს. მათ საქართველოს ყურაბაში 11 მედალი ჩააჩხრიალეს.

შედეგების მხრივ ასევე ძიუდოისტები გამოირჩნენ. მათი მონაგარი ევროპულ თამაშებზე  7 მედალი გახლავთ.

საბოლოო საქართველომ მინსკის თამაშებზე 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ჩემპიონის ოქროს მედლები სამბისტებმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა, დავით ლორიაშვილმა, ლევან ნახუცრიშვილმა, ბექა ბერძენიშვილმა, ასევე ძიუდოისტებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და გურამ თუშიშვილმა აიღეს.

ვერცხლის მედლებით სამშობლოში ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და სახილ ალახვერდოვი (კრივი) დაბრუნდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ოთარ ერანოსიანი (კრივი)

საქართველო ამჟამად გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

Comments

comments