„როსპოტრებნადზორმა” ქართულ კომპანიებს რუსეთში ღვინის ექსპორტი აუკრძალა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყო.

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 203 ათასი ლიტრი ქართული ღვინო არ შეესაბამებოდა დადგენილ რუსულ ნორმებს, რის გამოც არ შეუშვეს ქვეყანაში, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა.

მათ შორის არიან: შპს “ბაგრატიონი -1882”, შპს “ბოლერო და კომპანია”, შპს “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “ბადაგონი”, შპს “ქართული ღვინის სახლი” LLC “ქართული ღვინო”, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია ” და შპს” ბატონო “.

შეგახსენებთ, რომ ქართული პროდუქციის ბოიკოტირების მოწოდებით რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმის დეპუტატები გამოვიდნენ.

Comments

comments