ურეკში ბულვარის რეაბილიტაციაზე 5 მლნ დაიხარჯება

დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩებისრეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, პროექტის ბიუჯეტი 5 მმლნ ლარია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაცითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოებისმშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვისდა კომერციული ობიექტებისთვის.  დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზესაგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულადიქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

Comments

comments