ზელენსკი მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს. ამის შესახებ მან “ქრონიკას” განუცხადა.

“დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე,”- განმარტა ზელენსკიმ.

კითხვაზე კი აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს დადებითი პასუხი გასცა.

“რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში,”- დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე და უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში არიან.

Comments

comments