ვაშლიჯვარში ესტაკადა 10-15 დღეში გაიხსნება

ვაშლიჯვარში, ესტაკადა 10-15 დღეში გაიხსნება,- აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გალაკტიონ ბუაძემ განაცხადა.

როგორც ბუაძე აცხადებს, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებული არ არის.

„ყველა ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია. ესტაკადის ფორმირება მორჩენილია და რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტის დაგება. ის ინფორმაცია, რომ იქ დიდი მოცულობის სამუშაოებია დარჩენილი, აბსოლუტური სიცრუეა. გარკვეული ცვლილებები შევიდა პროექტში, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე გახდა დამატებითი თანამედროვე მასალების ჩამოტანა საზღვარგარეთიდან “,- განაცხადა ბუაძემ.

Comments

comments