სააკაშვილს ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს და ჰპირდება, რომ ის აუცილებლად მოხვდება ციხეში.

“ეს ის შემთხვევაა, როცა არსებაზე ( სააკაშვილს ვგულისხმობ) ვეღარც ბრაზდები: ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ- გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! ეს ერთი. მეორე- თუ, ცხადია, მანამდე ამსტერდამის ფსიქიატრიულში არ მოხვდა. მესამე- თუ ამსტერდამის ფსიქიატრიულმა დამასწრო, მაინც გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! და მერე გამოფხიზლდება მატროსოვზე და დაპირებისამებრ, 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება “ობიექტივის” პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის”- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

Comments

comments