რუსთავის მეტალურგიული ქარხანა Exxon Mobil -ს ფოლადის მილებს მიაწვდის

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ს უდიდეს ნავთობ კომპანიასთან Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, „რუსთავის ფოლადი“   ამ ქვეყანაში ექსპორტს აგრძელებს.

გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს კომპანიამ მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამოდენიმე წელია მილებს ყიდის ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე.

ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია.

წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის არსებულ კლიენტებს დაემატება სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მომხმარებლები.

Comments

comments