პოლონური Gembiak-Mikstacki ქუთაისში ქარხანას ააშენებს

პოლონური კომპანია Gembiak-Mikstacki საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ცნობით, კომპანია  ქ.ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტურქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთში გამართული ბიზნესიფორუმის მსვლელობისას გახდა ცნობილი. ბიზნესფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA” 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქ. პოზნანში გაიმართა

ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პოლონურ კომპანიებთან.

Comments

comments