მამუკა ბახტაძემ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

“რუკას თუ შეხედავთ, საქართველო ბუნებრივად არის რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყნისთვის ჩვენ კარიბჭეს წარმოვადგენთ. ამიტომ ჩემი მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში. ვცდილობთ, კრეატიული რეფორმები განვახორციელოთ, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ საქართველოში. საკუთარ ქვეყანას აზიიდან ევროპაში ხიდად მივიჩნევთ, რადგან უმოკლესი გზა ვართ. გვინდა ხელი შევუწყოთ მზარდ სავაჭრო ტვირთბრუნვას აზიასა და ევროპას შორის. ამ მიზეზით ვახორციელებთ დიდი მოცულობის ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში და ძალიან მახარებს დავოსში იმის ნახვა, რომ სულ უფრო მეტი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში კაპიტალდაბანდებით, ამ მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა წამყვანი გერმანული მედიასაშუალების კითხვებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში უპასუხა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში უკვე გაიხსნა.

Comments

comments