პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას “კვირის პალიტრა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

კიდევ ვინ შევა ივანიშვილის გუნდში და ვის გაუშვებს სახლში ყოფილი პრემიერი, ეს მთავარ სამთავრობო ცვლილებასთან ერთად გაირკვევა.

„ქართული ოცნების“ გუნდში ღიად საუბრობენ, რომ საკადრო ცვლილებები აუცილებელია.

Comments

comments