ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნიროს მერვედფინალში, მსოფლიოს 68-ე ჩოგანი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი და ჯოკოვიჩი აქამდე ერთმანეთს ერთხელ, გასულ სეზონში, რომის მასტერსზე დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ჯოკოვიჩის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4; 6:2 დასრულდა.

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის შეხვედრა 3 იანვარს, თბილისის დროით 17:50-ზე დაიწყება.

Comments

comments