მერია ფიროსმანის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას აპირებს

თბილისი მერია მომავალ წელს ფიროსმანის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს.

ამის შესახებ კახი კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუიჯეტში გათვალისწინებულია ასევე თანხები კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის.

„ეს არის ცენტრალური მაგისტრალი და ის უნდა იყოს მოწესრიგებული, არსებული მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და გამწვანებაც.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამუშაოებზე მთლიანობაში 430 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც კალაძის თქმით, რეკორდული მოცულობის თანხაა.

Comments

comments