2019 წელს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

2019 წელს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე საქართველო ნატო-ს ეგიდით მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ელოდება.

„ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან განსაკუთრებული ფორმატით შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტზე იყო ყურადღება გამახვილებული. უპრეცედენტო დეკლარაცია იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე გვქონდა ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი, სადაც შეჯამდა ყველა ეს მიღწეული შედეგი და დაისახა მომავალი წლის გეგმები. გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება ნატო-ს მხრიდან, ველით ნატო-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ველით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს ნატო-ს ჩართულობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Comments

comments