ქართული პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 115 ქვეყანაშია შესაძლებელი

Passport Index-ის 2018 წლის რეიტინგის თანახმად საქართველო გაეროს წევრ 193 სახელმწიფოს პასპორტებს შორის 83-ე ადგილზეა. მის მფლობელს კი მსოფლიოს 115 ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ გადაადგილება.

ამ ქვეყნებს შორის 74 საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იღებს, 41 კი ვიზას ადგილზე ჩასვლისას იძლევა.

რეიტინგის ლიდერი წელს არაბთა გაერთიანებული საამიროს პასპორტი აღმოჩნდა. საამიროების პასპორტის მფლობელს დღეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში შეუძლია ვიზის გარეშე შესვლა. მან პირველად გადაუსწრო სინგაპურის პასპორტს, რომელმაც ამჯერად მეორე ადგილზე გადაინაცვლა და რომლის მფლობელიც უვიზოდ 166 ქვეყნის მონახულებას ახერხებს.

Comments

comments