ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა მგზავრობის დროს 1,5-2 საათით შეამცირებს

ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზის პროექტი 9,3 კმ სიგრძის არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ახალი, 42.3 კმ სიგრძის გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით ასევე 7 ახალი ხიდი აშენდება.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს 1,5-2 საათით შეამცირებს. ამჟამად თბილისიდან ონამდე მგზავრობას დაახლოებით ექვსი საათი სჭირდება.

საბოლოოდ, ახალი გზა ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ონიდან კი 5 კილომეტრით.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება ყველა მონაკვეთზე 2020 წლისთვის იგეგმება.

Comments

comments