ეკონომიკის მინისტრი: 2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება

2025 წლისთვის საშუალო ხელფასი გაორმაგდება და 450 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, საერთაშორისო შეფასებებიდან ჩანს, რომ რომ საქართველოს ეკონომიკა არასდროს ყოფილა იმაზე კარგ მდგომარეობაში, ვიდრე დღესაა, მაგრამ ქვეყანას მეტი რესურსი აქვს.

“საჭიროა რეფორმების უფრო სწრაფი ტემპი, რაშიც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაარწმუნა. დადებითი შეფასებების მიუხედავად ქვეყანაში საშუალოდ ყოველი მეხუთე ადამიანი დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ მისი შემოსავალი საარსებო საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს, რომ თვეში 175 ლარსაც ვერ ხარჯავს. რაც საარსებო მინიმუმადაა დადგენილი. ქვეყანაში სიღარიბის დონე 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, მაშინ თითქმის ყოველი მესამე იყო ღატაკი. 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია დასაქმების საკითხიც. უმუშევარი მოსახლეობა 17%-დან 13,9%-მდეა შემცირებული”, – განაცხადა მინისტრმა.

Comments

comments